სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ ესპანეთის ძალოვანი სამართალდამცავები ორ ტერორისტთან არაჰუმანური მოპყრობის გამო დამნაშავედ ცნო.
ესპანეთი ვალდებულია მათ მორალური კომპენსაცია გადაუხადოს. ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილბაში.
ცნობისთვის, ტერორისტებმა 2006 წლის 30 დეკემბერს მოაწყვეს ტერორისტული აქტი მადრიდის აეროპორტში, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა. მისი მონაწილეები იგორ პორტუ და მატინ სარასოლა დაკავებულები იქნენ ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლების მიერ.
პორტუ ჰოსპიტალიზირებული იყო სამედიცინო დაწესებულებაში აყვანის შემდეგ, ხოლო სარასოლა მადრიდის მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს.
მოგვიანებით ტერორისტებმა განაცხადეს, რომ დაკავების შემდეგ ისინი სასტიკად ცემეს.
2010 წელს ეროვნულმა სასამართლომ ტერორისტსებს, ასევე მესამე პირს, რომელიც ფიგურირებდა საქმეში, 1040 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და გარდაცვლილთა ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით 500-700 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.