ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის პარკლანდის სკოლაზე თავდასხმის ფაქტს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ტრამპმა თავდასხმის მსხვერპლთა ახლობლებს თანაუგრძნო და აღნიშნა, რომ ამერიკულ სკოლებში მოსწავლეები და მასწავლებლები თავს დაუცველად არ უნდა გრძნობდნენ.
აშშ-ში, ფლორიდის შტატის პარკლანდის სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20-მდე დაშავდა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და, სავარაუდოდ, ის მარტო მოქმედებდა. BBC-ის ცნობით, ცეცხლი ავტომატიდან 19 წლის მამაკაცმა გახსნა. ის სკოლის ყოფილი მოსწავლე ნიკოლას კრუზია. კრუზი სკოლიდან "დისციპლინური მიზეზის" გამო გარიცხეს.