„რა თქმა უნდა უკრაინაში დავბრუნდები, აუცილებლად ვიპოვი გზას უკან დასაბრუნებლად“, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხ ZIK-ისეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ამჯერად უკრაინაში ლეგალური გზით აპირებს შესვლას.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში დაცვის ქვეშ იმყოფება და რომ პოლონურმა მხარემ უსაფრთხოების ყველა ზომა შეუქმნა.
ამ ფონზე ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში დაკავებისას და ასევე, პოლონეთში გამგზავრების დროსაც, უკრაინელი ძალოვანები მის მიმართ უხეშობდნენ.