საქართველოს პარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომა პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტის თანათავმჯდომარემ დარიუშ როსატიმ გახსნა.
„ჩვენ ყველას გვაქვს საერთო გამოწვევები ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება, ისეთი წარმოების ომის ფორმა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ გამოიყენება. მთავარი თემა ეს არის ომის გადაუწყვეტელი პრობლემა, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს ეხება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მისი ყველა პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა კომიტეტის თანათავმჯდომარემ სხდომის გახსნისას. მისი თქმით, ევროკავშირი აქტიურ როლს თამაშობს შერიგების საკითხებში. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაზე და აღნიშნა, რომ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ევროკავშირის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით არის ახალი მოთხოვნები.
პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე განიხილება უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში. აღნიშნულ საკითხზე მოხსენებით წარსდგება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე თამარ ხულორდავა და ევროპარლამენტი წევრი გუნარ ჰოკმარკი. სხდომაზე ანგარიშს წარადგენს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი.