ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა სამი კვირით გადაიდო.
საკანონმდებლო ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უნდა ემსჯელა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე, დავით მათიკაშვილი განმარტავენ, ისინი ნარკოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციის შედეგებს ელოდებიან და როგორც კი პრინციპებთან დაკავშირებით მოხდება პოზიციების შეჯერება, საკითხს კომიტეტი განიხილავს.