თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, აფრინის რეგიონში, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 1 369 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა. თურქეთის ვიცე-პრემიერის, ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში, თურქი სამხედროები სამოქალაქო მსხვერპლის პრევენციას მაქსიმალურად ცდილობენ.
მისივე თქმით, ოპერაცია ტერორისტული საფრთხის გაქრობამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება ქურთულ მხარეს, აქ აცხადებენ, რომ აფრინის რეგიონში თურქმა სამხედროებმა ორი სოფლისა და ერთი სტრატეგიული სიმაღლის დაკავება სცადეს, თუმცა ვერ შეძლეს. შეტაკებების შედეგად კი 23 თურქი ჯარისკაცი და მათი მოკავშირე დაიღუპა. სააგენტო ასევე წერს, რომ Atme-ს მიგრანტთა ბანკს თურქეთის არმია ფარად იყენებს.