აჭარის მთავრობა ოპოზიციის შეთავაზებას ეხმაურება. მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"მინდა გამოვეხმაურო ნაციონალური მოძრაობის განცხადებას ხელოვნების უნივერსიტეტის შენობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აღნიშნულ შენობაში მთავრობის აპარატის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება თავად შენობას, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული შენობა მათი ხელისუფლების დროს იმგვარად იყო დაპროექტებული და გაკეთებული შიდა გეგმარება, რომ იქ უნდა გადასულიყო მთავრობის აპარატი. თუმცა მინდა დავამშვიდო ჩვენი ოპონენტები და ვუთხრა, რომ აღნიშნული შენობის სამომავლო ბედის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება არ იქნება ნაჩქარევი და ერთ დღეში მიღებული, როგორც ეს თავად გააკეთეს 2012 წელს. გაიმართება მსჯელობა და კონსულტაციები თუ რა განთავსდება აღნიშნულ შენობაში და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება" - განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.