,,ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომ გახდეს ნატო-ს წევრი. ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილება უნდა იყოს, თუ რას გააკეთებს“, - - ამის შესახე საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველის, ლუკ კოფის მოსაზრებების შეფასებისას განუცხადა.
"რა იგულისხმებოდა ზუსტად ამ განცხადებაში, ეს ალბათ კოფის უნდა კითხოთ, რადგან სწორედ ის არის ამ მოხსენების ავტორი”, - განაცხადა კელიმ.
კითხვაზე, თუ რა რეაგირება ექნება რუსეთს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე, ელჩმა განაცხადა, რომ "ეს უნდა ჰკითხოთ რუსეთს. ნატო არ არის რისკი არც რუსეთისთვის და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის. ჩვენ არ უნდა დავაფუძნოთ ჩვენი გადაწყვეტილებები იმაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთი. ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, საქართველოს აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი, გახდეს ნატო-ს წევრი“.