საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის გენერალური პროკურირი იური ლუცენკო მისი შესაძლო ექსტრადიციის შესახებ კვალავ ალაპარაკდა, რადგან მის მიმართ საქმე ჩაეშალა.
„მას შემდეგ, რაც მათი საქმე ჩაიშალა, როგორც ჩანს, საქრთველოში ჩემს გაგზავნას აპირებენ. გამასამართლეთ აქ „სახელმწიფო გადატრიალების და ფე-ეს-ბესთან თანამშრომლობისთვის“, როგორც ეს უკრაინული კანონებით არის დადგენილი. საქმე ჩაგეშალათ? მოწმეები გაგექცნენ? „მტკიცებულებები „გაქრა“?, „სატელეფონო საუბარი“ მონტაჟი აღმოჩნდა? მაშინ დამანებეთ თავი და ნუ მიშლით ხელს უკრაინაში დავკავდე პოლიტიკთ და ხელს ნუ მიშლით გადავარჩინო ხალხი ოლიგარქების, ბარიგებისა და მათი ხელქვეითებისგან, თქვენი ჩათვლით, ბატონო უდიპლომო პროკურორო“, - წერს სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე.
მანამდე ლუცენკო აცხადებდა, რომ თუ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვიან, მისთვის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. პირველი, ნებაყოფლობითი დაბრუნება მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში მაგალითად, ჰოლანდიაში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. ლუცენკოს თქმით, ჰოლანდიაში დაადასტურეს მზაობა მიიღონ ის ოჯახის გაერთიანების პროცედურის ფარგლებში. მეორე შესაძლებლობა მოიცავს ნებაყოფლობით ან იძულებით დეპორტაციას მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში ან იმ ქვეყანაში, საიდანაც მან უკანონოდ გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი, ანუ პოლონეთში. მესამე ვარიანტი კი საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით მისი საქართველოში ექსტრადირებაა. ,,სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მის დაპატიმრებას ნიშნავს. გულწრფელად გეუბნებით, არ მსურს მისი ქართულ ციხეში გაგზავნა“, - განაცხადა ლუცენკომ.