8 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4621 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4681 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.60 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0131 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0461 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.30 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6442 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4201 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 თებერვლიდან შევა ძალაში.