კიევის სააპელაციო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს.
სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკო ცდილობს მისთვის ამ დროისთვის არსებული იდენტობის დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტის ჩამორთმევას, რის შემდეგაც ის ფაქტობრივად არ იარსებებს.
“არ მაქვს არც ერთი ქვეყნის პასპორტი. მაქვს მხოლოდ ეს ქაღალდი იმის დასადასტურებლად, რომ ვარსებობ. ახლა პოროშენკოს სასამართლოს სურს, რომ ესეც ჩამომართვას. თუ ისინი დღეს გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ ქაღალდის გადაგდება შესაძლებელია და მე ფაქტობრივად არ ვიარსებებ”, – განაცხადა სააკაშვილმა.