მოსკოვში ძლიერი ქარისა და თოვლის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში 370-მდე ხე წაიქცა ერთ-ერთი მათგანი კი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზიც გახდა, რადგან ის ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა.
ამასთანავე,უამინდობის გამო, მოსკოვის აეროპორტებში რეისები გაუქმდა.

