თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ ანკარაში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ ინფორმაციის მინისტრი ომერ იეტეკი დააკავა.
პოლიცია აცხადებს, რომ იეტეკი თურქეთში მოწყობილ რამდენიმე ტერაქტის ორგანიზებაში იყო ჩართული.
იეტეკს ISIS-ის კონტროლირებად მედიაში ინფორმაციის გავრცელება ევალებოდა.