დღეს, კიევის ცენტრში პარალელურად დაგეგმილი აქციების გამო, ორი ათასი სამართალდამცველია მობილიზებული. უკრაინის დედაქალაქში უსაფრთხოებას პოლიციელები და ნაციონალური გვარდიის სამხედროები დაიცავენ.
დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით იმართება მსვლელობა „მარში იმპიჩმენტისთვის“. დღეს ასევე უკრაინის დედაქალაქში მოძრაობა „ავტო ევრო ძალა“ მანქანის რეგისტრაციის გამარტივების მოთხოვნით მართავს აქციას. ამას გარდა, კიევის პოლიცის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში აქციის გამართვას ორგანიზაცია „მომავლის სახელმწიფო“ გეგმავს.
დაგეგმილი ღონისძიებები გამო, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს მსვლელობის მარშრუტის შეცვლა შესთავაზეს. როგორც „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, მისი პარტიის წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის მოედანზე სცენის დამონტაჟების საშუალება არ მისცეს.