ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია - ,,ზეთისხილის რტოს” ფარგლებში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, შვიდი თურქი სამხედრო დაიღუპა.
დანაკარგს თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანკარა მებრძოლებს სამხედროების მოკვლისთვის ორმაგად აზღვევინებს.
მოგვიანებით, თურქეთის ავიაციამ ქალაქ აფრინის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთთა პოზიციები დაბომბა. სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან სულ 14 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.