საფრანგეთში ხუთი ადამიანი დაიღუპა ორი სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ინციდენტი ვარის დეპარტამენტში მოხდა.
კატასტროფა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ორმა ვერტმფრენმა განიცადა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი. ტრაგედიის გარემოებები დგინდება. პრეფექტი კატასტროფის ადგილზე იმყოფება.