ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ, 12 წლის გოგონამ საკლასო ოთახში ორი მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ Los Angeles Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, თავში დაჭრილი 15 წლის მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მისი თანატოლი გოგონა კი ხელშია დაჭრილი.
ფანჯრის მინების ჩამტვრევის შედეგად მსუბუქად დაშავდა კიდევ რამდენიმე ადამიანი.
მსროლელი მოსწავლე დაკავებულია.