მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პეტრო პოროშენკოს მალდივის კუნძულებზე დასვენება გააპროტესტეს.
დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გასაბერი აუზი მიიტანს. იქვე იმყოფებოდა საცურაო კოსტუმში გამოწყობილი რამდენიმე აქტივისტი. ფლეშმობი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვების გარეშე ჩატარდა.
შეგახსენებთ, ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ოჯახის წევრებთან ერთად, საახალწლოდ, მალდივის კუნძულებზე ყალბი პასპორტებით გაემგზავრა, წყაროს ცნობით, ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები პოროშენკოს და ოჯახის წევრებს უსაფრთხოების სამსახურმა დაუმზადა. უწყებას ამ თხოვნით უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მიმართა და მოტივად პრეზიდენტის მისამართით არსებული მუქარის შემცველი გზავნილები დაასახელა.
ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ იმ თვითმფრინავის რეისზე, რომლითაც პოროშენკომ, ოჯახის 9 წევრთან ერთად, მალდივის კუნძულებზე იმგზავრა. მგზავრები სხვა სახელებით იყვნენ დარეგისტრირებულები. ფრენა 188 ათასი დოლარი დაჯდა, ხოლო მთლიანად დასვენების ხარჯებმა ნახევარი მილიონი დოლარი შეადგინა.