მელ გიბსონი ”ქრისტეს ვნებანის”გაგრძელებას გადაიღებს. ჟურნალ Vanity Fair-ის ინფორმაციით, სურათის სახელწოდება The Passion of the Christ: Resurrection (ქრისტეს ვნებანი: აღდგომა) იქნება.
“ქრისტეს ვნებანის” პირველი ნაწილი ოსკაროსანმა რეჟისორმა მელ გიბსონმა 2004 წელს გადაიღო. ფილმში ასახულია იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი 12 საათი. ახალ ფილმში იესოს როლს ისევ მსახიობი ჯიმ კევიზელი შეასრულებს.