ტურქეთის სასამართლომ Amnesty International-ის ფილიალის ხელმძღვანელი ტანერ კილიჩი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მას ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს. კილიჩი იზმირში გასული წლის ივნისში დააკავეს. მას 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალებასთან კავშირში ედებოდა ბრალი.