პირველი უკრაინელი კოსმონავტი ლეონიდ კადენიუკი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი კოსმონავტი კიევის პარკში შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო. სავარაუდოდ მას გულის შეტევა დაემართა.