ლიმაში უფლებადამცველთა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტები ალბერტო ფუხიმორის შეწყალების წინააღმდეგ გამოვიდნენ. დიქტატორის გათავისუფლების გამო მანიფესტაცია პერუში უკვე მეხუთედ მოეწყო. მოქმედი პრეზიდენტის პაბლო კუჩინსკის რეიტინგი კი 19 პროცენტამდე დაეცა მას შემდეგ, რაც მან პერუს ყოფილი ლიდერის შეწყალების აქტს მოაწერა ხელი. 79 წლის ფუხიმორი კუჩინსკიმ ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეიწყალა. ყოფილ დიქტატორს 25 წლანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.