სიცილიის სანაპიროებთან სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა 800-მდე მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიის სანაპიროებამდე მიღწევას რეზინის ნავებით ცდილობდნენ. სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ზღვაში 2 ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. რამდენიმე გადარჩენილის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის 7 ბავშვია.