2017 წელს რუსეთის მცხოვრებლებმა ბანკებიდან 5, 7 ტრილიონი რუბლის ოდენობით კრედიტი გამოიტანეს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება. გაერთიანებული საკრედიტო ბიუროს მონაცემებით, გასულ წელს აღებული კრედიტების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 37 პროცენტით არის გაზრდილი, რაც საგანგაშო მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.