მასობრივი არეულობები ბარსელონაში. მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რეგიონალურ პარლამენტში ჟენერალიტეტის პრეზიდენტის კანდიდატურის განხილვა გადაიდო. პოსტზე პარლამენტის სპიკერმა გასულ კვირას კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი წარადგინა, რომელიც თავს ამ დრომდე ბელგიას აფარებს.