დონალდ ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოვიდა. თეთრი სახლის ლიდერმა ქვეყნის ეკონომიკასა და სამუშაო ადგილებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში 2,4 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ტრამპმა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის პირობაც დადო. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომავალ საფრთხეებზეც. ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მცდელობა, შექმნას ბირთვული იარაღი, მალე ამერიკას დაემუქრება. მისივე თქმით, ვაშინგტონი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს. კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთი მთავარი აქცენტი თეთრი სახლის ლიდერმა საემიგრაციო პოლიტიკაზე გააკეთა და კანონმდებლებს ახალი საიმიგრაციო კანონის მიღებისკენ მოუწოდა.