საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია. დღეს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
სხდომაზე კომისიის წევრები განიხილავენ 2017 წლის საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როუზ გოტმიულერთან.