ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. 
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. 
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ხანძრის შედეგად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.