მსოფლიოში ყველაზე მაღალი მამაკაცი და ყველაზე დაბალი ქალი ერთმანეთს ეგვიპტეში შეხვდნენ. თურქი ფერმერი სულთან კესენი 251 სანტიმეტრის სიმაღლისაა, ინდოელი ჯოტი ამჯი კი სიმაღლით 62 სანტიმეტრს არ აღემატება. გინესის რეკორდსმენება მონაწილეობა ფოტოსესიასი მიიღეს. ფოტოები მათ ეგვიპტის ღირშესანიშნაობების ფონზე გადაიღეს. ღონისძიება ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და მიზნად ქვეყანაში ტურისტების მიზიდვას ისახავდა.