პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ის რასაც ეს წლებია ვუყურებთ, არ არის მართლმსაჯულების განხორციელება დაზარალებული ადამიანების ინტერესების სასარგებლოდ.
მისი შეფასებით, ეს არის მართლმსაჯულების ფარსი და ადამიანების ემოციებით მანიპულირება.
ნაცვლიშვილი მოუწოდებს მმართველ პარტიას, გაათავისუფლოს სისტემა იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან, რომლებიც ხელს აფარებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას.
“სისტემური დანაშაულებით დაზარალებული საქართველოს ასობით მოქალაქე წლებია ელოდება სამართალს. ამიტომ „გირგვლიანის პაკეტი“ უნდა მოიცავდეს ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან გათავისუფლება, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას. სხვა შემთხვევაში, "გირგვლიანის პაკეტი"იქნება ფარსი. რასაც ჩვენ ეს წლებია ვუყურებთ ეს არ არის მართლმსაჯულების განხორციელება დაზარალებული ადამიანების ინტერესების სასარგებლოდ, ეს არის მართლმსაჯულების ფარსი და ადამიანების ემოციებით მანიპულირება”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 29 იანვარს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ფრაქცია იწყებს მუშაობას ახალ საკანონმდებლო პაკეტზე - “გირგვლიანის შესწორებები”.