ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროკავშირის სადამკვირვებლომისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სტაბილურობის, უსაფრთხოების და ნდობის აღდგენისუზრუნველსაყოფად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ამ პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებულ როლს გაუსვეს ხაზი.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთადერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიცადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას აკვირდება და ჩვენსევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებს რეგულარულ აწვდის ინფორმაციას იქ მიმდინარე პროცესებზე.ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშვიდობო მისია სწორედ საქართველოში ხორციელდება და მასევროკავშირი ყოველწლიურად 20 მილიონი ევროს ბიუჯეტით აფინანსებს, რაც ცხადყოფს ევროკავშირისგანსაკუთრებულ ინტერესს - უზრუნველყოს საქართველოს მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს, საქართველოს პარლამენტის მონაწილეობით,2017 წლის განმავლობაში ევროპარლამენტთან ერთად მიღებული რეზოლუციები გააცნო, სადაცევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაა შეფასებული. თამარ ხულორდავას თქმით, მიღებულ რეზოლუციებში დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევისშემთხვევები და რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ექსპანსიური პოლიტიკა. რეზოლუციებშიასევე, ასახულია მოწოდება - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისიის მიერ, საკუთარი მანდატის განხორციელებისაუცილებლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, რის აღსრულებასაც ხელს უშლისრუსეთის ფედერაცია.
„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, მუდმივად ვახდენთ კოლეგების ინფორმირებას და მათთან ერთად ვაყენებთ დღის წესრიგში იმ აქტუალურ საკითხებს და გამოწვევებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დგას და რომელიც სხვადასხვახელოვნური ბარიერებით, მავთულხლართებით საოკუპაციო ხაზის გამაგრებას ეხება, რაც თავისთავად ზღუდავსადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისმუშაობის გაგრძელება და ზუსტი ინფორმაციის არსებობა ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში არსებულმდგომარეობის შესახებ", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
შეხვედრაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საოკუპაციო ძალების მიერსოფელ ერედვში დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მიზანმიმართულად ნგრევის ფაქტს და ეს ქმედებები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული მორიგ ქმედებად შეაფასა.
თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა ერიკ ჰოგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერკონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.