პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისში, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე ახალი სასტუმრო მოეწყობა, რისთვისაც 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანია ინვესტორებს შესთავაზოს ტურისტულად ყველაზე აქტიურ ადგილებში მდებარე სახელმწიფო ქონება სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად,
დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 43 200 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 71 200 000 ლარს შეადგენს.
სხვა შემოთავაზებების სანახავად ჩამოტვირთეთ კატალოგი https://drive.google.com/…/0B3vgM3lEWoh4b2p3OUJvc001cFE/view