ხვალ, 30 იანვარს, 12:00 საათზე, მის: მაჩაბლის N11 (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობა) გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტის და საქართველოს ბანკის ხელმძღვანელთა პრესკონფერენცია, მემორანდუმის გაფორმების შესახებ. პრესკონფერენციას დასწრებიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე.