უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა 16 თებერვლისთვის გადადო. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატთა მოთხოვნა და უკრაინის პრეზიდენტს სარჩელის განხილვაში მონაწილეობა არ დაავალდებულა. მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპროტესტებს.