,,ნაციონალური მოძრაობა“ ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. საკრებულში გამართული შეხვედრის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა კახაბერ ხაბეიშვილს უთხრა, რომ ეს ბაღებში არსებული პრობლემები ბევრია და სწორი მენეჯმენტია აუცილებელი.
"ჩემი რჩევა იქმება დატოვოთ თანამდებობა, რადგან ეს თქვენი საქმე არ არის"- მიმართა ხაბეიშვილმა გვანცელაძეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეხვედრაზე დაინტერესდნენ, გათვალისწინებული იქნება თუ არა სამომავლოდ ბაღის პედაგოგების კვება.
“როგორც კი მოვედი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ეს. მეც გამიჩნდა ანალოგიური შეკითხვა. პირადად ვმუშაობ ამ საკითხზე. ამ ეტაპზე კონკრეტისგან თავს შევიკავებ და უახლოეს პერიოდში აუცილებლად გაგაცნობთ კონცეფციას ამასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის რეგულირებაც არის აუცილებელი. მე აუცილებლად წარმოვადგენ ამ კონცეფციას და ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მექნება სრულყოფილი დოკუმენტი”, -განაცხადა გვანცელაძემ.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების გამო საკრებულოში ოპოზიციას ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა.