კოლუმბიაში პოლიციელებზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა. ინციდენტი ქალაქ სანტა-როსა-დელ-სურში მოხდა. თავდამსხმელებმა პოლიციის განყოფილებაში ხელყუმბარა შეაგდეს, რასაც 2 სამართალდამცველი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. მანამდე კიდევ ერთი თავდასხმა ქალაქ ბარანკილიას პოლიციის განყოფილებაზე განხორციელდა, რის შედეგადაც 3 პოლიციელი დაიღუპა.