მდინარე სენაში წყლის დონის მომატების გამო სატრანსპორტო დეპარტამენტმა პარიზის ცენტრში მდებარე 7 მეტროსადგური 5 თებერვლამდე დახურა. გასულ ღამეს წყლის დონემ 5,84 - მეტრიან ნიშნულს მიაღწია, რაც ნორმას 4 მეტრით აღემატება. სანაპიროს გასწვრივ გზები კვლავ დატბორილია. ექსპერტების ვარაუდით, დღეიდან წყლის დონე სენაში შემცირებას დაიწყებს.