სატრანსპორტო პოლიტიკა კომპლექსურად მოგვარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალახემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა დაწყებულია. გარკვეული ცვლილებები იგეგმება. ეს არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება, ეს არის კომპლექსური პრობლემა ქალაქში: აქ არის ტრანსპორტის მოწესრიგება, პარკირების მოწესრიგება, ტაქსების რეგულაციები, ესტაკადების მშენებლობა და ა.შ. ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ ყველაფერი, რომ საცობების პრობლემა მოგვარდეს, პარკინგები არსებობდეს, როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული", - განაცხადა კალაძემ კითხვაზე გეგმავს თუ არა მერია „სტაიანშიკების“ გაკონტროლებას, რომლებიც პარკირების ადგილებში დგანან.