სამხრეთ იემენში სეპარატისტებმა სახელისუფლებო ძალებთან სამთავრობო შენობები დაიკავეს. შეტაკებებს ადენში ათობით ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებული დაპირისპირება 28 იანვარს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დემონსტრანტებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცა. სეპარატისტებს მხარს არაბეთის გაერთიანებული საამიროები უჭერს. ქვეყნის პრემიერმინისტრი აჰმედ ბინ დაღერი მეამბოხეებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.