რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირობა დადო, რომ სამხედრო ოპერაციის შედეგად თურქეთი-სირიის საზღვარს ტერორისტებისგან გაწმენდს. განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ყრილობაზე გაკეთა და დასძინაა, რომ ანკარა სირიელი მიგრანტების შინ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. თურქეთის გენშტაბის ინფორმაციით, აფრინში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 557 ტერორისტია ლიკვიდირებული. თურქეთის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია ვაშინგტონი. ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს და ურჩევს ყურადღება დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაზე გაამახვილოს.