ევროკავშირი უპატიოსნოდ იქცევა აშშ-თან მიმართებაში, კერძოდ ვაჭრობის საკითხებში, -ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Daily Mail-ისთან ინტერვიუში განაცხადა.
,,ამერიკული პროდუქტისთვის ევროპულ ბაზარზე შეღწევა ძალიან გართულებულია. ამის მიუხედავად, ისინი საკუთარ პროდუქციას გვიგზავნიან ძალიან დაბალი გადასახადით. ეს არ არის წორი,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპი ასევე შეეხო Brexit-ის თემას და განაცხადა, რომ ,,უფრო ხისტ პოზიციას დაიკავებდა ბრიტანეთის ადგილას ევროკავშირიდან გასვლის საკითხში“.
2016 წლის 23 ივნისს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარი რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა დაუჭირა. Brexit-ის პროცედურა 2019 წლის მარტში უნდა დასრულდეს.