საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვევა.
ლიტველ კოლეგას 29-30 იანვარს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს.
გიორგი კვირიკაშვილი საულიუს სკვერნელისს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
30 იანვარს ლიტვის პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე - ეწვევა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში.