ბათუმში, მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 
"ბათუმელების" ინფორმაციით, ერთმანეთს "ოპელის" მარკის ავტომანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა. 
მიკროავტობუსში მგზავრები ისხდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.