„საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩამოყალიბებული ძალიან მკაფიო პოზიცია იმ საკითხებთან მიმართებაში,რასაც ჰქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ჰქვია ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ ვაწარმოებთპრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ იმისათვის, რომ განვიხილოთ ნებისმიერი ვერსია. მთავარია, რომ წითელი ხაზები, რომელიც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული საქართველოს ხელისუფლებას, არიყოს გადაკვეთილი და ეს წითელი ხაზები არცერთ შემთხვევაში არ იქნება, ბუნებრივია, გადაკვეთილი. კიდევერთხელ, ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, გვაქვს მკაფიო წითელი ხაზები და ამ პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერი არისშესაძლებელი",-ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერდასმულ შეკითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებასთანდაკავშირებით.