„ძალიან მალე უნდა შევაჯეროთ ეს პოზიციები. ძალიან მალე უნდა დაიწყოს საბოლოო განხილვა და მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც ეხება ნარკოპოლიტიკას საქართველოში”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჭიროა კანონპროექტის მიღება ამ სესიის განმავლობაში.
,,აუცილებლად გვესაჭიროება ამ კანონპროექტის მიღება იმისათვის, რომ საბოლოოდ წარმატებით დასრულდეს ის დისკუსია, რომელიც საზოგადოებაში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით წარიმართება. მთავარია პოზიციების შეჯერება. დღემდე არის განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით, ამიტომ აქაც იგივე სირთულე გვაქვს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში. ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული არგუმენტები. მე პირადად განვაცხადე, რომ სიღრმისეული არგუმენტები არ მომისმენია არცერთი მხრისგან, რასაც მოჰყვა კრიტიკა, თუმცა შემიძლია, დღესაც იგივე გავიმეორო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.