უკრაინაში 50 კანადელი სამხედრო ინსტრუქტორი ჩავიდა. ამის შესახებ კანადის ელცმა უკრაინაში რომან ვაშუკმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ინსტრუქტორები უკრაინას UNIFIER-ის ოპერაციის ფარგლებში ეწვივნენ და ისინი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების გაწვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას.
UNIFIER-ის საწვრთნელი მისია უკრაინაში 2019 წლამდე გაგრძელდება.