"თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტობისთვის მზაობას გამოთქვამს, მე პირადად, მივესალმები“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, პიროვნულად, ითამაშა უდიდესი როლი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში. ვინც ამას ხედავს დიდ პატივს სცემს მის ღვაწლს. პრემიერის პოსტზე ყოფნიდან ერთი წლის შემდეგ, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი ეთქვა პოლიტიკაზე, მაგრამ თუ ის ამის მზაობას გამოთქვამს, მე პირადად, მხოლოდ მივესალმები, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - განაცხადა ლევან იზორიამ, ჟურნალისტებთან, მმართველი გუნდის მიერ, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შესახებ საუბრისას.