დონალდ ტრამპმა გასული წლის ივნისში სპეც პროკურორის, რობეტ მიულერის დათხოვნის ბრძანება გასცა. ამის შესახებ გამოცემა “ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს. ამავე ინფორმაციით, მიულერის გადაყენება ტრამპმა მხოლოდ მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც თეთრი სახლის ადვოკატმა იუსტიციის დეპარტამენტისთვის შესაბამისი მითხოვნის გადაცემაზე უარი თქვა და განაცადხადა, რომ მსგავს შემთხვევაში თავად დატოვებს სამსახურს. თეთრ სახლში პუბლიკაციასთან დაკავშირებითკომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. რობერტ მიულერი ამჟამად შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის გარემოცვის რუსეთთან კავშირებს იძიებს.