“რატომ შეხვდა თურქეთის გენერალური კონსული ართვინის გუბერნატორს“, - ამის შესახებ თურქული გამოცემა „მილიეთ“ წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ისაუბრა საქართველო-თურქეთის მეგობრული ურთიერთობის განვითარების საკითხებს და განაცხადა, რომ თანამშრომლობა სულ უფრო მტკიცდება. ართვინის პროვინცია ამ საქმეში ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
“თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში მაკბულ ქოჩაქი, რომელიც თანამდებობაზე ახლახან იქნა დანიშნული, ართვინის გუბერნატორს ომერ დოღანაის ეწვია.
რადგანაც ართვინის პროვინცია (ილი) საქართველოს ესაზღვრება, ამიტომ მხარეებმა ერთმანეთს თვალსაზრისი საქართველოს შესახებაც გაუზიარეს.
გუბერნატორმა ომერ დოღანაიმ კმაყოფილება გამოხატა მაკბულ ქოჩაქის სტუმრობით და აღნიშნა, რომ იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს აჭარის ავტონომიასა და თურქეთის ართვინის პროვინციას შორის კავშირების განმტკიცებაში, განსაკუთრებით ტურიზმის განვითარებაში. ომერ დოღანაის თქმით, ართვინის პროვინციაში მდებარე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით წელიწადში შვიდ მილიონამდე ადამიანი სარგებლობს, მათ შორის - ორი მილიონი ართვინელიც.
თურქეთის გენერალურმა კონსულმა ისაუბრა საქართველო-თურქეთის მეგობრული ურთიერთობის განვითარების საკითხებს და განაცხადა, რომ თანამშრომლობა სულ უფრო მტკიცდება. ართვინის პროვინცია ამ საქმეში ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მაკბულ ქოჩაქი შეეხო სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის საკითხს და აღნიშნა, რომ მისი მოდერნიზების შემდეგ მგზავრებისა და ავტოტრანსპორტის გატარება უფრო გაიოლდება. ეს კარგი იქნება ბიზნესმენებისათვისაც, რომელთაც მზა პროდუქციისა და ნედლეულის იმპორტ-ექსპორტს ეწევიან. „ეს ყველაფერი ჩვენს პრიორიტეტებში შედის“, - ხაზი გაუსვა გენერალურმა კონსულმა“, - ვკითხულობთ თურქული გამოცემის ვებგვერდზე.