თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა სირიის საზღვართან ახლოს, ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ შტაბი მოინახულა. ქვეყნის პირველმა პირმა შტაბში ინსპექტირება ჩაატარა, შემდეგ კი სამხედროებს მიმართა და აღნიშნა, რომ ოპერაცია დასახეული მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.
სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილოეთში თურქეთმა გასულ კვირას დაიწყო.